ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში


მარნეულის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

სასმელი წყლის ახალი ქსელები ეწყობა მუნიციპალიტეტის სამ დიდ ადმინისტრაციულ ერთეულში, პროექტის დასრულების შემდეგ - ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება. პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 677 520 ლარითაა დაფინანსებული.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მარნეულში წყლისა და წყალარინების სრულიად ახალი, თანამერდოვე სისტემების მშენებლობა. პროექტების დასრულების შედეგად, ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების - წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლიარის, პატარა ბეგლიარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები. პროექტების ჯამური ინვესტიცია 175 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალიტეტში, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებიც - ამ ეტაპზე, შიდა გზების მოასფალტება სოფელ სადახლოში, მოლაოღლიში, გაჯისაკენდში და დაშტაფაში მიმდინარეობს. 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
#ქვემოქართლი2020
#მარნეული2020
#ინფრასტრუქტურა2020
#StopCoV #COVID19

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან