ომის 90-ე დღე უკრაინაში
სამი თვე უკრაინაში ომის დაწყებიდან. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა კვლავ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშია. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. სევეროდონეცკის დაბომბვის შედეგად, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. პარალელურად, საოკუპაციო ძალები ქალაქ ლიმანის შტურმით აღებას ცდილობენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში მოწინააღმდეგის 16 შეტევა მოიგერიეს. მათვე ცნობით, იზრდება ბელარუსის მხრიდან სარაკეტო და საავიაციო დარტყმების საფრთხე. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობა იტყობინება, რომ საოკუპაციო ძალები უკრაინის საზღვრებთან ავიაციას აძლიერებენ. მიკოლაევის ოლქში კი აღმოჩენილია რამდენიმე სამოქალაქო ავტომობილი, სადაც ცხედრები იპოვეს. მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მათ ევაკუაციის მცდელობის დროს გაუხსნეს ცეცხლი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის 123-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ომის 74-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში - ომის 186-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 74-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 45-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 209-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ხალხის ძალას“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster