ომი უკრაინაში - 45-ე დღე
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საცხოვრებლის დატოვება 11 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. ინფორმაციას გაერო ავრცელებს. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 4.4 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა და თავი მეზობელ ქვეყნებს, ასევე სხვა სახელმწიფოებს შეაფარა. ლტოლვილების 90 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიაზე ათი ჰუმანიტარული დერეფანი შეთანხმდა. დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში ქალაქ მირგოროდზე მიიტანეს. უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუს ჯარისკაცებს ქალაქ ბუჩაში წამებით სიკვდილამდე მიჰყავდათ არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანები, არამედ ბავშვებიც. უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკრაინის 15 ათასამდე მოქალაქე მიიჩნევა დაკარგულად. დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში ომის ხელმძღვანელობა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელს, გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვს ჩააბარა, რომელსაც სირიაში რუსული ოპერაციების წარმართვის გამოცდილება აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 45-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 102-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 51-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 66-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 233-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - საბრძოლო მოქმედებების 59-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 123-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 83-ე დღე
TV IMEDI