ომი უკრაინაში - 123-ე დღე
დილიდან აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის დედაქალაქში. კიევის მიმართულებით რუსებმა რამდენიმე რაკეტა ისროლეს, შედეგად დაღუპულია სულ მცირე ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი. კიევის მერის თქმით, რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, რომელთაგან ერთის ნამსხვრევები შევჩეკოვსკის რაიონში საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისი თქმით, ნანგრევებში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან მოყოლილი. ამჟამად რაიონში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ დღეს, რუსებმა ლუგანსკის ოლქის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, სევეროდონეცკის სრულად აღება მოახერხეს. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურის 90 პროცენტი განადგურებულია და რუსები ამჯერად ქალაქ ლისიჩანსკის დაკავებას ცდილობენ. შეტევა ხორციელდება უკრაინის სხვა რეგიონებზეც. გასულ ღამით დაიბომბა როვენის ოლქი, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. იბომბება ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიც. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ერთ დღე-ღამეში რუსებმა 45 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, თუმცა, ზელენსკის თქმით, ვერცერთი რუსული რაკეტა და დარტყმა უკრაინელების სულის გატეხას ვერ შეძლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - საავიაციო დარტყმები კიევზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას მინსკში და შეწყდება თუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსებს არ აქვთ ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია, უჭირთ ადაპტაცია...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ვიტია ჯაფარიძე მონა იყო სააკაშვილის, ვერავინ ასწრებდა სახლში...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
უკრაინის დელეგაცია სოჭში რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცივილიზაციების ხანა II ბალკანეთის დამორჩილება (უკრაინა)
Luka's strategy
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster