„არა ოკუპაციას, არა რუსეთს“ - ენმ-მ ენგურის ხიდზე აქცია გამართა

02/25/2017
Radio Atinati-ის მიერ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა ენგურის ხიდზე საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს. მათ 1924 წლის 25 თებერვალს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

„ამ დღეს ქართველი იუნკერები შეეწირნენ რუსულ ოკუპაციას. არა ოკუპაციას, არა ანექსიას, არა რუსეთს - ეს არის ჩვენი დევიზი და სანამ ჩვენი ქვეყანა არ იქნება გაერთიანებული, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მას“, - თქვა „ენმ“-ის ზუგდიდის ოფისის პრესსამსახურის უფროსმა სალომე მაქაცარიამ.

მდუმარე აქციის მონაწილეებმმა ანთებული სანთლებით სიმბოლურად საბჭოთა ოკუპაციის თარიღი 1921 გამოსახეს.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან