ცესკო-მ არასამთავრობო სექტორის პეტიცია დააკმაყოფილა
ცესკო-მ არასამთავრობო სექტორის პეტიცია დააკმაყოფილა. მოთხოვნა საარჩევნო დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, რომელსაც თან მედიის წარმომადგენლების ხელმოწერები ერთვოდა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ დადგენილება შეცვალა. კანონმდებლობა შემდეგნაირად განისაზღვრა: კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღება დასაშვებია მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან, რისთვისაც მინიმალური მანძილი 3 მეტრით არის განსაზღვრული. დებულებაში ცვლილება შევიდა გადაღების დროსთან დაკავშირებითაც. ფოტო-ვიდეო გადაღება დასაშვები გახდა 10 წუთზე მეტ ხანს იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი უბანზე დარჩენის სურვილს გამოთქვამს. ჟურნალისტს აგრეთვე ეძლევა უფლება, ერთი და იგივე საარჩევნო უბანზე, ინფორმაციის გაახლების მიზნით, რამდენჯერმე მივიდეს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1b80J5Z
მსგავსი ვიდეოები
59,52 %-ით სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო პანდემია და არჩევნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილება და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღირსეული პასუხი ერთ გაურკვეველი წარმოშობის ქართველს- საარჩევ...
აჭარა ენმ / Adjara unm
ცესკო-მ ათ ოლქში შუალედური არჩევნები გამოაცხადა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 წინასწარი შედეგები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 წინასწარი შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster