59,52 %-ით სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში 59,52 პროცენტით გაიმარჯვა. ამ დროისთვის ცესკო-მ 3 705-ივე უბნის მონაცემები დათვალა, რომლის მიხედვითაც, ხმების 59, 52 % სალომე ზურაბიშვილმა, 40, 48 % კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა მიიღო. გრიგოლ ვაშაძემ ოპონენტს წინასწარი მონაცემებით საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მოუგო, მათ შორის ავღანეთში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებზეც. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მასშტაბით თელავისა და რუსთავის გარდა ყველგან მოიგო. ცესკოში აღნიშნავენ, რომ არჩევნების მეორე ტურზე, 28 ოქტომბერთან შედარებით, მეტი აქტივობა დაფიქსირდა. რაც შეეხება საჩივრებს, რომლებიც უბნებზე არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებმა დაწერეს, 307-ივე საჩივარს საარჩევნო კომისია დადგენილი ვადების დაცვით განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. საჩივრებს შორის არის დისციპლინარული და ტექნიკური საკითხები, ასევე, კონკრეტულ უბნებზე შედეგების გაბათილების მოთხოვნებიც, მათ შორის სიღნაღში, წყალტუბოში, მარნეულის სამ უბანსა და ხულოში გადასატან ყუთთან დაკავშირებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევები 41%-ით არის შემცირე...
Business Media Georgia
შანხაი კოვიდ19-ს ებრძვის და საველე ჰოსპიტალს აწყობს
ამერიკის ხმა
კოვიდ-19 - ვითარება მეზობელ ქვეყნებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
52. სჭვალი, ხვრეტელა, თერმული სკანერი, ფაუნდეიშენის ერთგული...
მეცნიერება ყველასათვის
CSS: რომელი გამოვიყენოთ rem, em თუ px?
Ted's Web