ბარსელონაში დაკავებული ქართველები

06.04.2019 01:22

ესპანეთში, ბინების ქურდობისა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის გამო დაკავებული ქართველების პატიმრობაში დატოვების საკითხს სასამართლო კვირის ბოლომდე განიხილავს. ესპანეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, დაკავებული 25 პირიდან 6 უკვე გათავისუფლდა. რაც შეეხება საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულ საქართველოს დანარჩენ 40 მოქალაქეს, ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. სპეცოპერაცია ესპანეთში 4 აპრილს ჩატარდა. ოპერაცია „მერლინ-ტაკა“ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და მასში 250 სამართალდამცველი, მათ შორის ქართველებიც მონაწილეობდნენ. სპეცოპერაციისას სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: