რუსთავში, მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა


რუსთავში, მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური პირები, საზოგადოება ,,რუსთაველების’’ წარმომადგენლები, მერაბ კოსტავას ოჯახის წევრები და რიგითი რუსთაველები დაესწრნენ.
ბიუსტის ავტორი რუსთაველი მოქანდაკე ვალერი ჯიქიაა. ეროვნული გმირის სკულპტურა კოსტავას გამზირის #1 საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული ქუჩის სრული რეაბილიტაცია, სადაც რამდენიმე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, რამდენიმე თვის წინ დასრულდა. პროექტის ფარგლებში, არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით, განახლდა ფასადები, გამოიცვალა ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა. დაიგო ასფალტის საფარი, მოპირკეთდა ტროტუარები, მოწყო გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცეები და ველობილიკები.
#ქვემოქართლი2020
#რუსთავი2020

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან