გენერალური პროკურატურის განცხადება ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით
ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გენერალური პროკურატურა. პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურსცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება. ასევე განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზისა და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას,” - წერია პროკურატურის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გენერალური პროკურატურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურა - ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გენერალური პროკურატურის განცხადება
TV IMEDI
გენერალური პროკურატურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster