კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, 112 განცხადებას ავრცელებს
02/06/2022
ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, 112-ში მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია. ამ ფონზე კი 112-ში 24 საათის განმავლობაში 35 პროცენტამდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც მუშაობის პროცესს აფერხებს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკონ 112-ზე. შეუფერხებლად დაკავშირებისთვის კი 112 დაიყო სამ არხად: თუკი სასწრაფო სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, უნდა დარეკოთ ნომერზე 112. თუ პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური გესაჭიროებათ, ამისათვის განკუთვნილია ნომერი 112 - 1. კორონავირუსთან დაკავშირებით რეკავთ 112 - 2 ზე. ინფიცირებულთა საკონტაქტო ინფორმაცია შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს. ხოლო თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე – 15 22, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე“, აღნიშნულია 112-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.