კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

10.09.2020 08:38

ქვეყანაში დიდი ალბათობით კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. შიდა გამწვავებული ეპიდსიტუაციის კერებია აჭარა, ქუთაისი, ცაგერი. დილის ცხრა საათის მონაცემებით, გვაქვს 57 ახალი შემთხვევა, რაც საქართველოში „კოვიდ-19“-ის დაფიქსირების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლოკალური ეპიდაფეთქებაა ქუთაისის 32-ე სკოლაში, სადაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი 21 თანამშრომელს დაუდასტურდა. სკოლის კლასტერი თბილისში გამართულ ქორწილს უკავშირდება, ისევე როგორც ცაგერის 12-კაციანი კლასტერი და ზუგდიდის  ორი შემთხვევა. დაავადების გავრცელების დინამიკა ყოველდღიურად მზარდია აჭარაში. რეგიონში ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება. ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ხვალისთვის მონაცემების მნიშვნელოვნად მატებაა ნავარაუდები.  „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მატებასთან ერთად  მზარდია ისეთი  პაციენტების რაოდენობაც, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. გართულებული ეპიდვითარების პარალელურად, სპეციალისტების მხრიდან სულ უფრო აქტიურდება მოწოდებები პირბადისა ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე. მოახლოებული სასწავლო სეზონის გამო კი, ეპიდემიოლოგები საგანმანათლებლო დაწესებულებებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მიანიშნებენ და პედაგოგების შერჩევით ტესტირებას გეგმავენ. საქართველო კორონავირუსის შეკავების ეტაპიდან ინფექციის მართვის ეტაპზე გადადის.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
03:18

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
05:51

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
03:27

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში
05:53

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი და სპეციალისტების უცვლელი მოთხოვნა
07:09

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი და სპეციალისტების უცვლელი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში
05:00

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
09:25

ახალი კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში
04:39

ახალი კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო