ოთხი დეპუტატის განცხადება და შეფასებები


„ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხი დეპუტატი მორიგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
„როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული“,- წერია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის, „ხალხის ძალის“ განცხადებაში. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ამერიკის ელჩს მათ კითხვებზე მარტივი პასუხებით შეეძლო საზოგადოებაში პოზიტიური რწმენის შექმნა. პასუხზე უარს კი მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, რომ საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისკენ.
„ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი ჯგუფის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ეს განცხადებები „ქართული ოცნების“ რიტორიკის გაგრძელებაა. მათი თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებებით ქვეყნის დასავლური ინტერესებს საფრთხე ემუქრება. განცხადებას ეხმაურება მმართველი გუნდიც. მათი განცხადებით, ამ ჯგუფის გამოყოფის მთავარი მიზეზი, სწორედ მსგავს თემებზე ღიად საუბარი იყო და ამ უფლებას მათ ვერავინ შეუზღუდავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან