ევროპარლამენტარების განცხადება - გამოხმაურება
მწვავე კრიტიკა არ წყდება უცხოეთიდან. ხელისუფლებას მძიმე გზავნილების მოსმენა ამჯერად სტრასბურგიდან უწევს. ევროპარლამენტში 14 დეპუტატის მიერ უკვე ინიცირებულია რეზოლუციის პროექტი, რომელშიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი მკაცრად არის გაკრიტიკებული და მისი მიღების შემთხვევაში მხარდამჭერი დეპუტატების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გაკეთდა ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის სხდომაზე. მას წინ ოთხი ევროპარლამენტარის და პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიას ერთობლივი პრესკონფერენცია უძღოდა. იყო პირდაპირი მოწოდება პერსონალური სანქციების დაწესებისკენ. ევროპელი დეპუტატები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პროექტს არასამთავრობო სექტორის და მედიის შეზღუდვის და დევნის კონტექსტში განიხილავენ და მას რუსეთში 2012 წლიდან მოქმედი კანონის ანალოგად მიიჩნევენ. დეპუტატების აზრით, პროექტის კანონად ქცევა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის. თეონა ხუბულავამ მოისმინა სტრასბურგში გაკეთებული განცხადებები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპარლამენტარების განცხადება - გამოხმაურება თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 8 ნოემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები ევროპარლამენტში - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტარების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტარების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტარების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტარების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტარების განცხადება
Formula News