ევროპარლამენტარების განცხადება

30.06.2020 00:44

„ისტორიული ნაბიჯი“ - ასე უწოდებენ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ: „იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიური იმპულსი შენარჩუნდება და გაგრძელდება, პირველ და 2 ივლისს საარჩევნო რეფორმის კენჭისყრის დროსაც, რომელიც მიმართულია ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების შესრულებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას, მიიღოს მონაწილება კენჭისყრაში 8 მარტს შეთანხმების სულისკვეთებით".  ამასთან, დეპუტატები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლის საიუბილეო თარიღს ულოცავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო