ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელები თბილისში

06/14/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში 10 ივნისიდან 14 ივნისამდე დარჩებიან.

ვიზიტის მიზანია საქართველოში საგამომცემლო სექტორის გაცნობა, ასევე, კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებების გაგრძელდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. რამდენიმე წელია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სტუმარი ქვეყნის პროგრამა ნებისმიერ ქვეყანას საშუალებას აძლევს ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე მსოფლიოს კულტურის რუკაზე. ეს უნიკალური შანსია ნებისმიერი ქვეყნისათვის, რათა თავის კულტურა და ისტორია გააცნოს მთელ მსოფლიოს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან