ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელები თბილისში

14.06.2013

„თიბისი" ბანკში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსსი და ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსსი ლიტერატურულ პრემია „საბას" ორგანიზატორებს შეხვდნენ. შეხვედრას დაესწრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი. დელეგაცია თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრს ეწვია, ასევე საქართველოს სახლმწიფო ანსამბლის „ერისიონის" სპეციალურ რეპეტიციას დაესწრო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში 10 ივნისიდან 14 ივნისამდე რჩებიან. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: