#მოამბე 21 საათზე, 25 დეკემბერი, 2020 🔴#LIVE

25.12.2020 01:04:40

▶ ადამიანური შეცდომა თუ დაგეგმილი მანიპულაცია - „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობა დაშვებულ შეცდომას ადამიანურს უწოდებს და აცხადებს, რომ ელენე ნიჟარაძემ ISFED-ს რეპუტაციული ზიანი მიაყენა, რის გამოც ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა მოუხდა; ორგანიზაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას სრულად NDI-ის აკისრებს და ხელისუფლებას ფარულ მოსმენებში ადანაშაულებს, რასაც ორგანიზაციის გამგეობაში არ იზიარებენ; მმართველი გუნდი „სამართლიანი არჩევნებისგან“ მოსმენილ არგუმენტებს დამაჯერებლად არ მიიჩნევს და ორგანიზაციისგან კიდევ ერთი შეცდომის აღიარებას ელის; ▶ მეათე მოწვევის პარლამენტმა პირველი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციის მთავარი მიზანი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, სამართლებრივი დავების პარალელურად პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი, ნატო-სთან მაქსიმალური დაახლოება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება; ▶  ისტორიული სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის, ახალი პერიოდი ურთიერთობაში და გარდაუვალი დეზინტეგრაცია - ახალი წლიდან მხარეებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობის ჩარჩო ძირეულად იცვლება, თუმცა შეთანხმების რატიფიკაცია ახლა პარლამენტებზეა და პროცესის დასრულებას შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს; ბრიტანელები ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ; დიდი ბრიტანეთის მთავრობა სუვერენული უფლებების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, ევროკავშირში კი ამბობენ, რომ ბრიუსელი ლონდონთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის; ▶ საქართველოში ეპიდემია უკან იხევს - ეპიდვითარების გაუმჯობესებამ ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა შეამსუბუქა, გამოთავისუფლდა საწოლფონდი; მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ქვეყანამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტის დროულად გაკეთებისკენ მოუწოდებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: