COVID-19-ის ათი ახალი შემთხვევა საქართველოში

19.07.2020 01:23

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-19-ის 1028 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი. სულ 899  პაციენტი განიკურნა.  უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5627 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 228. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: