ქართული გამოფენით იაპონური მედია დაინტერესდა.

06/05/2019
Georgia Cradle of Wine-ის მიერ

პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ რიგით მეორე გამოფენა, საფრანგეთის შემდეგ, იაპონიაში მიმდინარეობდა. გამოფენა დამთვალიერებლებს სთავაზობდა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გაეცნოთ ქართულ კულტურას, ისტორიას და ღვინოს.
ქართული გამოფენით იაპონური მედია დაინტერესდა. აღსანიშნავია, რომ 70-მდე გამოცემამ გამოფენას ვრცელი სტატიები შემდეგი სათაურებით მიუძღვნა:
►შეიგრძენი ღვინის სამშობლო-საქართველო
►ვისწავლოთ ღვინის შესახებ მსოფლიოს უძველესი ღვინის გამოფენაზე
►მსოფლიოს უძველესი ღვინო - ქართული ღვინის გამოფენა

#საქართველოღვინისსამშობლოა
#GeorgiaHomelandOfWine
#Tokyo2019