ანსამბლ „თამარიონის სოლო კონცერტმა მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა
06/30/2016
გაზეთი ბოლნისი-ის
მიერ
მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თამარიონმა“ ბოლნისელი ახალგაზრდის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი ესწრებოდა. სოფელ რაჭის-უბანში მცხოვრები ამირან ფრუიძე უბედური შემთხვევის გამო რამდენიმე თვეა პარალიზებულია. შემთხვევიდან მალევე, კეთილი ადამიანებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 20 წლის ახალგაზრდას საზღვარგარეთ ხანგრძლივი, ძვირადღირებული რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება, რისთვისაც ოჯახს ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოეწურა და დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. ამირან ფრუიძე მის სახელზე ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო და დიდი მადლიერება გამოხატა, როგორც საზოგადოების, ასევე თითოეული მონაწილის მიმართ, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა ღონისძიება შთამბეჭდავი ყოფილიყო. ბოლნისის კულტურის სახლში არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება იმართება. ქორეოგრაფიული ანსამბლი „თამარიონის“ მიერ ჩატარებული კონცერტიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბოლნისი ერთიანი და ქველმოქმედია თითოეული მოქალაქის მიმართ.
#ბოლნისი #სიკეთეგადამდებია #თამარიონი
ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/xyGXml
ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/L3Gaa7
#ბოლნისი #სიკეთეგადამდებია #თამარიონი
ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/xyGXml
ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/L3Gaa7