აფხაზი შემოქმედის პოეზიის საღამო არტ-გალერეაში

09/26/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის არტ-გალერეაში აფხაზი პოეტის ნიკა ბაძაღუას პოეზიის საღამო გაიმართა. ახალგაზრდა შემოქმედმა საკუთარ ქართულ და აფხაზურ ლექსებთან ერთად მის მიერ ქართულიდან აფხაზურ ენაზე ნათარგმნი ლექსებიც წაიკითხა.

შეხვედრის ორგანიზატორის ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორის მერაბ ჩუხუას თქმით, ზუგდიდიში აფხაზი პოეტის საღამოს გამართვა უნიკალური ფაქტია და მას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება.„სასიხარულო იყო, რომ აფხაზეთიდან გამოგვეხმაურა პოეტი, რომელმაც აღიარება მოიპოვა და გახდა პოპულარული. მნიშვნელოვანია, რომ ნიკა დაგვთანხმდა ზუგდიდში პოეზიის საღამოს ჩატარებაზე. ნიკამ ანაკლიაში ჩატარებულ კავკასიური პოეზიის ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა. პოეზიასა და კულტურას არ უნდა ჰქონდეს საზღვრები“, - აღნიშნა ჩუხუამ.

შემოქმედებით საღამოს კულტურის სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან