საგამოძიებო მოქმედებები
შინაგან საქმეთა სამინისტრო იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. უწყების ცნობით მიზეზი 17 და 19 ოქტომბერს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებია. შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს „ათონელის“ კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ „ფელერსში“ გამოავლინეს დარღვევებით განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა. საუბარია 22 საათის შემდეგ კვების ობიექტებისა და გასართობი ცენტრების მუშაობის აკრძალვაზე. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობას 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ. გამოვლენილი დანაშაული ფიზიკური პირის შემთხვევაში სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. ერთ-ერთი ობიექტების მესაკუთრე ამბობს, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ. მისი ინფორმაციით, ობიექტი მუშაობს საღამოს 10 საათამდე, როგორც ეს დადგენილია კანონით და შემდეგ ადგილზე ფუნქციონირებს პარტია „გირჩის“ საარჩევნო შტაბი, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საგამოძიებო მოქმედებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები
რეალტივი - მართალი ტელევიზია