საგამოძიებო მოქმედებები

08.01.2019 00:55

პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. უწყებაში ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებენ. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, რომ ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული მასალები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა. აღნიშნულ ინფორმნაციას არ ადასტურებენ თავად ბანკში. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. „მოამბე“ არკვევს დამატებით ცნობებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: