პრემიერმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იუბილე მიულოცა

04/30/2017
Giorgi Kvirikashvili-ის მიერ

გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეს. ეს 26 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის უამრავი გამოწვევით აღსავსე გახლდათ და ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სამსხვერპლოზე. ყველა თქვენგანს ვულოცავ სახლში, თქვენს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას და გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სიხარულით და ნათელი ფერებით აღსავსე მომავალს. ამ მომავლის შენებაში თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ამიტომ მინდა, თითოეულ თქვენგანს ყველაზე დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ მთელი ქვეყნისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს.

ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/91781

ვიდეოები „Giorgi Kvirikashvili"-ისგან