პრემიერმა საგანგებო შტაბის მიერ განხორციელებული სამუშაო შეაჯამა
თბილისში და მის შემოგარენში სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება, - საგანგებო შტაბის მიერ გაწეული საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ოფიციალურად დასტურდება სტიქიის შედეგად 13 ადამიანის დაღუპვა, დღის ბოლოს 2 ცხედარია ნაპოვნი, რომელთა იდენტიფიცირება ახლა ხდება; ასევე, მზიურის ტერიტორიაზე ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი, რომლის იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს. „ჯერჯერობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 11 პირი. დაღუპული და დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უკვე მიეწოდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის საავადმყოფოებში რჩება 7 ადამიანი. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურად გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, რომლებშიც ჩართულია 350-მდე მაშველი სრული აღჭურვილობით, მერიის დასუფთავების სამსახურისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობს 250-მდე სპეციალური ტექნიკა“, - განაცხადა პრემიერმა. შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობით, ხვალ დილისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა იგეგმება. აქტიურად იწმინდება ვერეს ხეობის და ზოოპარკის ტერიტორია. ვრცლად იხილეთ: http://irakligaribashvili.ge/?p=6308
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
პრემიერი აჭარის საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის ხელმძღვანელობით ბათუმში საგანგებო შტაბის სხდომა გა...
Ajara TV
საგანგებო შტაბის სხდომა - პრემიერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერი ბორჯომის ხეობაში რჩება - გიორგი კვრიკაშვილი საგანგე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომა გამართა
Irakli Gharibashvili
საგანგებო შტაბის წევრების ანგარიში
Irakli Gharibashvili
საგანგებო შტაბის სხდომა
Irakli Gharibashvili
საგანგებო შტაბის სხდომა
Irakli Gharibashvili