რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


ის, რაც კიევის ოლქის გათავისუფლებულ ქალაქებში ხდება, მთელი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გენოციდად და სამხედრო დანაშაულად ფასდება.

ევროკავშირი უკრაინულ მხარესთან ერთად რუსი ოკუპანტების მიერ გამოვლენილი სასტიკი აგრესიის ფაქტების შესასწავლად და დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად საგამოძიებო ჯგუფს ქმნის და მტკიცებულებებს აგროვებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების იერიშის მთავარი სამიზნე კი უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ხდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მტერი ცოცხალი ძალის დანაკარგის შევსებას დაქირავებული მეომრებითაც ცდილობს. გრძელდება ავიაიერიშები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სიტუაცია ყოველდღე სულ უფრო მძიმდება ბლოკირებულ მარიუპოლში, რომლის დაკავების შემთხვევაში რუსეთი ყირიმზე პირდაპირ სახმელეთო გასასვლელს მოიპოვებს. ძლიერდება რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლაც. ამერიკა მოსკოვს ახალ სანქციებს უწესებს. ახალ სანქციათა პაკეტს ამზადებს ევროკავშირიც - შეზღუდვები ქვანახშირის იმპორტის აკრძალვასაც გულისხმობს. ბრიუსელის დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურდება რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ზომების მიღებაც. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დღეს თქვა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, ენერგორესურსების მიწოდების სანაცვლოდ რუსეთმა ევროკავშირიდან 35 მილიარდი ევრო მიიღო. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან