საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ანგარიში


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა.
დოკუმენტი დეპუტატებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ წარუდგინა. ვასილ მაღლაფერიძემ ყურადღება გაამახვილა მაუწყებლის ახალ შენობაზე, ამ მიმართულებით დახარჯულ ფინანსებსა და გასულ წელს ჩატარებულ აუდიტზე. მისი თქმით, შემოწმების შედეგად 2023 წელს მაუწყებლის მისამართით არცერთი შენიშვნა არ გამოთქმულა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ახალი შენობის მშენებლობა 28 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდება და ახალ შენობაში უპრეცედენტო მასშტაბისა და სიდიდის პავილიონები იქნება. სიტყვით გამოსვლის დროს ვასილ მაღლაფერიძემ აქცენტი გააკეთა სპორტული არხის მნიშვნელობაზე და იმ პროექტებზე, ფილმებსა და შოუებზე, რომლებსაც მაუწყებელი მაყურებელს სთავაზობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან