გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში „გამჭვირვალობა ომის დროს“ გამოაქვეყნა. 2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე-17 ადგილზე დაწინაურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 და დიდი შვიდეულის წევრ ოთხ სახელმწიფოს, ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორებიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის განმარტებით, „ანგარიში იკვლევს მთავრობის გამჭვირვალობის ამჟამინდელ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, სთავაზობს რეალურ გამჭვირვალობის ზომას 143 ქვეყნისთვის. ინდექსის შეფასების ქულა ზომავს ფაქტებით და არა აღქმით, მანძილს, თუ სად არის ქვეყანა და სად უნდა იყოს ის რეალურ გამჭვირვალობაზე ანგარიშვალდებულებისთვის მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის და გაერო-ს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის კრიტერიუმების გამოყენებით“. რაც შეეხება ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ „სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსს“, ის უცვლელი დარჩა და საქართველო 6,72 ქულით მსოფლიოში 32-ე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერებით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და ყველა დანარჩენს უსწრებს. ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში. ანგარიში ეყრდნობა გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებსა და ანგარიშგებებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო...
Georgian Government
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ერთი პოზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
OECD- ის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფო...
MOF Georgia
პრემიერი გლობალურ სამიტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ეკონომეტრი\
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესები ამოქმედდა
National Bank of Georgia
გემა გალდონ -კლიველი: ინფორმაციის მონოპოლია - სრული კონტროლი
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო