თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე - ომის მეცხრე დღე
მსოფლიო ბირთვულ კატასტროფას გადაურჩა. ომის დაწყების შემდეგ 4 მარტის ღამე უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. რუსეთის იერიშების სამიზნე უკრაინაში მდებარე ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური გახდა. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მიმართულებით ჭურვების სროლას ხანძარი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, რადიაციის დონის მატება არ ფიქსირდება. ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარე და ექვსი ენერგო-ბლოკისგან შემდგარი სადგური ამ მომენტისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების ალყაშია მოქცეული. ქვეყნის პრეზიდენტი მსოფლიოს ჩერნობილის ტრაგედიის უმძიმეს შედეგებს ახსენებს, რუსეთს ბირთვულ ტერორისტად მოიხსენიებს და დასავლეთს სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებს. სარაკეტო თავდასხმების შესაჩერებლად ოფიციალური კიევის მთავარი მოთხოვნაა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაიხუროს. ქვეყნის რამდენიმე ქალაქი საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია. ალყაშია მარიუპოლი. მტრის მთავარ ამოცანად რჩება დედაქალაქის ალყაში მოქცევაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭურვის ფრაგმენტები მოხვდა ზელენსკის საზაფხულო რეზიდენციას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 88-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე რა საფრთხეს შეიცავს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს ესაუბრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა ახალი ბირთვული კატასტროფის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული ოკუპაციიდან ერთი თვის შემდეგ, „იმედი“ ჩერნობილში შევი...
TV IMEDI
რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster