ქართული ღვინის მაღაზია ჩინეთში

03/20/2012
NationalWineAgency-ის მიერ

/ wines.of.georgia  
აზიის ყევლაზე დიდ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მაღაზია გამოჩნდა. ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში გახსნილი მაღაზიის დახლებზე ,,მეღვინეობა ხარების\" მიერ ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით დამზადებული 10-მდე სახეობის ღვინო იყიდება. ჩინურ მხარესთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და წლის ბოლომდე ქართული ღვინის მაღაზიები ჩინეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიხსნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 150%--ით გაიზარდა. ასევე ექსპორტის დიდი ზრდა აღინიშნება პოლონეთის,ლიტვის,ესტონეთის,ლატვიის და სხვა ბაზრებზე