ომის 52-ე დღეს უკრაინის პრეზიდენტის გაფრთხილება მსოფლიოს
ომის 52-ე დღეს უკრაინის პრეზიდენტის გაფრთხილება მსოფლიოს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო მზად უნდა იყოს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის. ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ კრემლთან მოლაპარაკების სივრცე დღითიდღე ვიწროვდება და, შესაძლოა, მოსკოვთან დიალოგს წერტილი მას შემდეგ დაესვას, რაც რუსეთის არმიის მიერ ქალაქ მარიუპოლში ჩადენილი დანაშაული სრულად იქნება ცნობილი. კიევში აცხადებენ, რომ მარიუპოლში რუსი ჯარის სისასტიკე ბევრჯერ აღემატება, ბუჩასა და სხვა ქალაქებში ნანახს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან კვლავ მოუწოდებენ დასავლეთს, გადასცეს უკრაინას მათ მიერ მოთხოვნილი იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატია დამარცხდება. დღესვე რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ დაბომბა ხარკოვი და კიევის შემოგარენი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაძაბულობაა აღმოსავლეთ ფრონტზეც, სადაც რუსი ჯარისკაცების მობილიზაცია გრძელდება. კიევში რუსეთის მთავარ სამიზნეს სწორედ დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებს ასახელებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 52-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის წინააღდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის, ომის 52-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრემიერის ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში - 94-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 290-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის კრიზისი - დიპლომატია ომის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 356-ე დღე - რუსეთის არმია უკრაინული დასახლებების დაბომბ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster