● აბდაუბდა ჯამბაზი

03/16/2013
TheApokaliptos-ის მიერ

თვალსაჩინო მიწოდეს დღეს წარმომადგენელი
არადა რომ მიცნობდეს მკითველი და მსმენელი
გაქრებოდა გპირდებით ჩემი თვალაჩინობა
ბავშვებს მომარიდებდნენ, თუ არ სჭირთ რბილტვინობა
სასმელს დამიმალავდნენ, დამიწვავდნენ ბალახებს
რატომ დამიკალამდნენ? თვალსაჩინო რა ნახეს?
მსურს მოვიხსნა უღელი, გამოვტყდე ვინ-ვინ არი
საჩინოა ღრუბელი, მე კი თვალუჩინარი
მოაზროვნე დარბაზი ამდენ ხანს მიხვდებოდა
აბდაუბდა ჯამბაზი უფრო მომიხდებოდა.

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭