რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. მიხეილ კობახიძე არაერთი ფილმის ავტორია. 1964 წელს მიხეილ კობახიძემ გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქორწილი“. ამასთან, რეჟისორია ფილმების „ქოლგა“, „მუსიკოსები“. 1969 წელს „მუსიკოსების“ გადაღების შემდეგ მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მას დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 2002 წელს საფრანგეთში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე“. ამასთან, 2019 წელს რეჟისორ მიხეილ კობახიძეზე დოკუმენტური ფილმი „დაკარგული რვანახევარი“ გადაიღეს, რომლის რეჟისორები ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი არიან. ფილმი რეჟისორის ექვს კინონოველაზეა აგებული. ავტორებმა საკუთარი ნამუშევარი რეჟისორის 80 წლის იუბილეს მიუძღვნეს. ფილმის მთავარი გმირი მიხეილ კობახიძეა, რომელიც მაყურებელს საკუთარი შემოქმედების შესახებ უამბობს. მიხეილ კობახიძე კინომსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო, რომელიც 1984 წლის 3 ოქტომბერს, 23 წლის ასაკში დახვრიტეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ! მიხეილ კობახიძე
მიხეილ კობახიძის მასტერ კლასი
ფონდი წმიდა ანდრიას ჯვარი
#დღისკოდი კინო, როგორც ცხოვრების წესი #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი ნანა ჯორჯაძის კინოესთეტიკა - სტუმარი: ნანა ჯორჯაძ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წერილები მეგობრებს
პირველი არხი • სცენა
"სიმინდის კუნძული" გიორგი ოვაშვილის ფილმი ოსკარის ნომინაციაზ...
culturegovge culturegovge
გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" ოსკარის ნომინაციაზე
culturegovge culturegovge