21 ივნისის ღამეს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დაშავებული მოქალაქეებიდან, სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას 52 პაციენტი განაგრძობს. თითქმის ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებს დღეს დატოვებს. ყველაზე მძიმე ოთხი პაციენტი, ამ დროისთვის მკურნალობას რეგიონულ ჰოსპიტალში აგრძელებს, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ნაწილს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ნაწილს კი ქირურგიული ჩარევა თვალზე დასჭირდა. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ალადაშვილის კლინიკიდან დღეს 7, ღუდუშაურის საავადმყოფოდან კი 4 პაციენტი გაეწერება. ინგოროყვას კლინიკაში ამ დროისთვის 9 პაციენტი რჩება, ისინი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ. მედიკოსების განმარტებით, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებენ. დაშავებულთაგან 11 რჩება „ნიუ ჰოსპიტალში“. არც ერთ მათგანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. 21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ჩვენი კოლეგებიც დაშავდნენ, მათ შორის საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები. ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელსაც ტყვია ფეხიდან ამოუღეს, ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
21 ივნისის ღამეს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავებულების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20-21 ივნისის აქციის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიდეო მორის მაჩალიკაშვილის საქმიდან, რომელიც შსს-ს არ გამოუქ...
netgazeti ge
21 ივნისის ღამეს, აქციაზე დაკავებული პირების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster