ვიდეო მორის მაჩალიკაშვილის საქმიდან, რომელიც შსს-ს არ გამოუქვეყნებია | ნეტგაზეთი
„ნეტგაზეთს“ წყარომ მიაწოდა ვიდეო-კადრები, რომლებიც ამ დროისთვის მორის მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების უმთავრესი მტკიცებულებაა 20 ივნისის საქმეზე, თუმცა სხვა დაკავებულების საქმეებისაგან განსხვავებით ეს ვიდეო შსს-ს არ გაუსაჯაროებია. მორის მაჩალიკაშვილის უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს იცავს სასამართლოში და ეს კადრები ასევე ნანახი აქვს, პროკურატურის მთავარი მტკიცებულება მაჩალიკაშვილის ბრალეულობას არ ადასტურებს. მათ თანახმად, მაჩალიკაშვილის ქმედებებში არ იკვეთება ის, რასაც ედავებიან, — თითქოს მისი მიზანი პარლამენტში შეჭრა იყო; სინამდვილეში, — ამბობენ ისინი, — მორის მაჩალიკაშვილის ერთადერთი მოტივაცია იმ საღამოს ბიძამისის დაცვა და საკუთარი თავის ადგილიდან გარიდება იყო მას შემდეგ, რაც ხალხმრავლობაში მოექცა. როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წერს, მორის მაჩალიკაშვილი ბიძასთან მიახლოებას და მის დახმარებას, ადგილიდან გარიდებას ცდილობს. კადრებში ჩანს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც ცუდად ხდება, აქციის მონაწილეები ხელში აიტაცებენ, მოსასულიერებლად წყალს ასხამენ, საბოლოოდ კი პოლიციელების დახმარებით ხალხის მასიდან გაჰყავთ. ამავე პერიოდში, როგორც EMC აღწერს: „მორის მაჩალიკაშვილი ხვდება აქციის მონაწილეების ალყაში, მას აღარ ეძლევა გადაადგილების შესაძლებლობა და ინსტიქტურად იქნევს ხელს, რომელიც ხვდება პოლიციის თანამშრომლის ფარს“. ამის შემდეგ, როგორც EMC აღწერს, მორის მაჩალიკაშვილს იმდენად ძლიერად აწვებიან უკნიდან, რომ პოლიციელის ფარს სახით ეკვრის, თუმცა დაახლოებით სამ წამში დაბლა იხრება და ცდილობს, გამოძვრეს ამ ჯგუფიდან, რასაც ახერხებს კიდეც“. მორის მაჩალიკაშვილს 4-დან - 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება საქართველო, ნეტგაზეთი, 995 032 2960830 [email protected] | [email protected] http://netgazeti.ge | http://batumelebi.ge https://twitter.com/@netgazeti https://www.facebook.com/netgazeti/ http://netgazeti.ge/feed/
netgazeti ge-ის სხვა ვიდეოები
ეპისტოლედან-ეპისტოლემდე -- "პარტიზანი გოგოების" ვი...
NetGazeti: ჰომოფობიურ აქციაზე ლგბტ დროშა დრონით აა...
თავისუფალი თაობა VS თავისუფალი ზონა ენმ-ს ოფისთან...
ტოტალიტარიზმი კლავს და ჩვენ ვირჩევთ პროგრესს - გვა...
აქცია "ჩვენ ვირჩევთ ევროპას"
ტრიპოლსკი ხმალაძეს: ომამდე ტანკისტი ხომ არ იყავით?
ბერძენიშვილი საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფაზე
"ბექა კრიმინალი არ არის" - საპროტესტო აქცია თბილის...
მსგავსი ვიდეოები
20-21 ივნისის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20-21 ივნისის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღკვეთის ღონისძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროცესო შეთანხმება მორის მაჩალიკაშვილთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster