მოსამართლეების დანიშვნა - ეუთო/ოდირის ახალი დასკვნა

24.08.2021 06:02

სწორედ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ სასამართლო რეფორმას ეძღვნება ეუთო/ოდირის ახალი დასკვნა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ნეგატიურად აფასებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ივნისის ბოლოს წარდგენილი კანდიდატურების განხილვის საპარლამენტო პროცესის მიმართ ორგანიზაციას არაერთი შენიშვნა და პრეტენზია აქვს. პროცესის მონიტორინგი ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველის ინიციატივით ჩაატარა. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ უმაღლესი ინსტანციისთვის ექვსი ახალი მოსამართლის შერჩევა 19 აპრილის აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. თავის დროზე ამ პროცესის შეჩერებას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებიც ითხოვდნენ. დაარღვია თუ არა ერთი თვის წინ ექვსი ახალი მოსამართლის უვადოდ არჩევამ მიშელის შეთანხმება - ამ თემაზე პოლიტიკური სპექტრი დღემდე ვერ თანხმდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სახალხო დამცველის განცხადება
02:29

სახალხო დამცველის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლეების დანიშვნა და ევროკომისიის განცხადება

მოსამართლეების დანიშვნა და ევროკომისიის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები/მოსამართლეების დანიშვნა
05:42

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები/მოსამართლეების დანიშვნა

Malkhaz Nakashidze

საია-ს კვლევა - მოსამართლეების დანიშვნა
04:34

საია-ს კვლევა - მოსამართლეების დანიშვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლეების დანიშვნის პროცსი არ შეჩერდება - ირაკლი კობახიძე
06:39

მოსამართლეების დანიშვნის პროცსი არ შეჩერდება - ირაკლი კობახი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

შეუთანხმებლობა მოსამართლეების დანიშვნაზე
10:48

შეუთანხმებლობა მოსამართლეების დანიშვნაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ლელო“ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს- სპეციალური ბრიფინგი პარლამენტში
01:20

„ლელო“ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს- სპეციალური...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გაფრთხილების მიუხედავად, „ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ აჩერებს

გაფრთხილების მიუხედავად, „ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო