მოსამართლეების დანიშვნა და ევროკომისიის განცხადება

14.07.2021

საქართველოს მოსამართლეთა დანიშვნების გაგრძელების გამო, შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს გათვალისწინებული დახმარება შეუჩეროს. ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობაა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. განცხადების თანახმად, ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში. ევროკომისიის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

უვიზო რეჟიმი და მონიტორინგის ანგარიში
07:14

უვიზო რეჟიმი და მონიტორინგის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
02:08

ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო!
00:30

ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო!

Justice Demands

ბექა ნაცვლიშვილის განცხადება
01:28

ბექა ნაცვლიშვილის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლეების დანიშვნა - ეუთო/ოდირის ახალი დასკვნა
06:02

მოსამართლეების დანიშვნა - ეუთო/ოდირის ახალი დასკვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლეების დანიშვნის პროცსი არ შეჩერდება - ირაკლი კობახიძე
06:39

მოსამართლეების დანიშვნის პროცსი არ შეჩერდება - ირაკლი კობახი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

„ლელო“ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს- სპეციალური ბრიფინგი პარლამენტში
01:20

„ლელო“ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს- სპეციალური...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

საია-ს კვლევა - მოსამართლეების დანიშვნა
04:34

საია-ს კვლევა - მოსამართლეების დანიშვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო