სახალხო დამცველის განცხადება
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში სახალხო დამცველი მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევაში არ ჩაერთვება, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა. ომბუდსმენის წერილში ვკითხულობთ - საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და არასამთავრობო სექტორის ყველაზე პრინციპული მოსაზრებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას შეეხებოდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელიც წარადგინა, თუმცა ახალარჩეული მოსამართლეების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, სარჩელის განხილვის წინ ახალი მოსამართლე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე და მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საპასუხო განცხადება მმართველ გუნდში უკვე გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, განხილვაში მონაწილეობაზე ოპოზიციამაც უარი განაცხადა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სახალხო დამცველის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster