ევროკავშირი აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას მიესალმება
ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას, წელიწადში ათ მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ქადრი სიმსონმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს მჭიდრო ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“. „აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე შეფერხებებისა და ფასების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისარმა. მანამდე, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, რუსეთთან არსებული დაძაბულობის გამო, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ აპირებენ ერთობლივად მოიძიონ დამატებითი წყაროები ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევრონესტის გადაწყვეტილება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამშვიდობო მოლაპარაკებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-ევროკავშირის დამაკავშირებელი შავი ზღვის ელექტროსა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი პარიზის მშვიდობის ფორუმზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-აზერბაიჯანის ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster