საქართველო-ევროკავშირის დამაკავშირებელი შავი ზღვის ელექტროსადენი
ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც საქართველო ენერგეტიკულ ჰაბად უნდა აქციოს. რუმინეთში ორი დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტის თანდასწრებით ხელმოწერილი შეთანხმება მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის დასაწყისია. გაუარესებული უსაფრთხოების და ევროპის მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება. საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი - ოთხ ქვეყანას შორის ენერგეტიკული შეთანხმება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროსადენის გაყვანას გულისხმობს, რომელმაც აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია საქართველოს გავლით რუმინეთს და შემდეგ მთელ ევროპას უნდა მიაწოდოს. მასშტაბური პროექტი ჯერ კვლევების ეტაპზეა, რომლის დასრულებისთანავე, მომავალ წელს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს. შავი ზღვის ელექტროსადენის მიმართ ევროკავშირის ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინის ომის და რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოყენების ფონზე ევროპამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გზების ძიება დაიწყო. ბრიუსელიდან დაფინანსების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი და საქართველო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster