პრემიერის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის იყო შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან. ურსულა ფონ დერ ლაიენი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ კარგი შესაძლებლობა ჰქონდა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განეხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. „მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან, რათა ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად”,- აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი. შეხვედრაზე საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პრემიერის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 18 სექტემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან
Irakli Garibashvili
პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი შეაჯამა
Giorgi Kvirikashvili
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან
Irakli Gharibashvili
შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან
Irakli Gharibashvili
შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან
Georgian Government