შეხვედრა სტრასბურგის ტრამვაიზე დატანილი ანბანის ავტორთან
28 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რუსთაველ კალიგრაფს, 19 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილს უმასპინძლეს, რომელმაც სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ანბანი შექმნა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა კალიგრაფს მიღწეული წარმატება მიულოცეს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ. ნიკოლოზ ღუნაშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტში, საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლას შეძლებს და სამომავლოდ ადგილზე საქმიანობას მისი სურვილისამებრ შეუდგება. ნიკოლოზ ღუნაშვილი კალიგრაფიით ბავშვობის ასაკიდან დაინტერესდა და აღნიშნილი მიმართულებით ცოდნის გაღრმავება რუსთაველი პედაგოგების დახმარებით შეძლო, არაერთხელ იყო ქვემო ქართლის მასშტაბით გამართული ,,კალიგრაფიის მარგალიტები“-ს პირველადგილოსანი. ქართული ანბანის ახალი და განსხვავებული მოხაზულობების გარდა, ნიკოლოზი კალიგრამებსაც ქმნის და უკვე ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის მონაწილეა. ამჟამად იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტის, მეორე კურსის სტუდენტია. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი, 6 თვის განმავლობაში, იმოძრავებს. ეს მოვლენა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება. #ქართულიანბანისტრასბურგში2019 #რუსთაველიკალიგრაფისწარწერა #საქართველოევროპისსაბჭოსთავმჯდომარე2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
არგუმენტების დრო - კვირიკაშვილისა და მერკელის შეხვედრა / სტრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არგუმენტების დრო - ივანიშვილის შეხვედრა მედიასთან / სტრასბურ...
შეხვედრა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 12 საათზე, 12 დეკემბერი 2018 #LIVE
პირველი არხი - LIVE
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 28 მარტი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 25 მარტი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster