კორონავირუსი - გამკაცრებული რეგულაციები


საქართველოს მწვანედან ყვითელ ზონამდე მცირე ზღვარი აშორებს. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში 100 000 მოქალაქეზე ცხრა შემთხვევა ფიქსირდება, მაშინ, როცა ორი დღის წინ ეს მაჩვენებელი შვიდს შეადგენდა. გართულებული ვითარებისა და ინფიცირებულთა ზრდის დინამიკის ფონზე, მკაცრდება ცალკეული რეგულაციები. ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და ყველა სოციალური თავყრილობა იკრძალება როგორც ღია, ისევე დახურულ სივრცეში, სადაც ათზე მეტი პირის შეკრება მანამდეც არ იყო ნებადართული.

სწორედ თბილისში გამართულ საქორწილო წვეულებას უკავშირდება თბილისში დაფიქსირებული რვა შემთხვევა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, გადაიდო ცალკეული თავშეყრის ობიექტების გახსნა, გადაწყდა, რომ წელს  „თბილისობაც“ არ აღინიშნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან