გამკაცრებული რეგულაციები საქართველოში

28.11.2020 02:04

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაკავებლად, მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების სქემა რამდენიმე ეტაპს მოიცავს -  28 ნოემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: ▶ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის და ასევე შობის - 6 იანვრის ღამე; ▶ მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე, არ წესდება შეზღუდვა; ▶ რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. ▶ ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა; ▶ ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინფორმატით. ▶ სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა. 3. სათხილამურო კურორტზე ასევე: ▶ სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ▶ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. 4. 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება  ქვეყნის მასშტაბით: ▶ იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; ▶ აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3  იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ▶ ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; ▶ აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; ▶ არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. რაც შეეხება 16 იანვრიდან - 31 იანვრამდე პერიოდს - ქვეყნის მასშტაბით: ▶ აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა). ▶ შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: