საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები

04/21/2017
Giorgi Kvirikashvili-ის მიერ

მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.
მიზნად ვისახავთ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას; ამ კუთხით, კმაყოფილებით აღვნიშნავ უნგრული კომპანიების მხრიდან ინტერესის ზრდას საქართველოში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიის, თუ სხვა მნიშვნელოვან სფეროებში დაგეგმილი პროექტებისადმი.

დასაფასებელია, რომ უნგრეთი მუდმივად აფიქსირებდა და დღემდე აფიქსირებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რისთვისაც ჩვენს უნგრელ მეგობრებს გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/fc687

ვიდეოები „Giorgi Kvirikashvili"-ისგან