შეხვედრა ზვიად და ლექსო რატიანებთან

05/07/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის არტ-გალერეაში ზვიად და ლექსო რატიანების ერთობლივი საღამო პირველად გაიმართა. პოეტმა ზვიად რატიანმა თავისი შემოქმედებიდან ზუგდიდელი მკითხველის საყვარელი ლექსები წაიკითხა, ლექსომ კი საკუთარი სიმღერები შეასრულა.

,,ლექსო ხშირად მართავს კონცერტებს, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როდესაც მე და ლექსომ ერთად გავმართეთ საღამო. კარგი იყო ერთმანეთს შევეშველეთ. თუ ლექსო დამთანხმდება ავეწყობით კარგად, ის იმღებეს, მე ჩუმად ვიქნები,’’- თქვა ზვიად რატიანმა.

როგორც პოეტმა აღნიშნა, საღამოს ჩატარების იდეა გამომცემლობა ,,ინტელექტის’’ მთავარ რედაქტორს და მწერალ ზვიად კვარაცხელიას ეკუთვნის.

,,ზვიად რატიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ქართველი ავტორია, რომელიც დიდ წილად განსაზღვრავს თანამედროვე ქართული ლიტერატურის დონეს. კარგია, რომ მკითხველი ესეთი ინტერესით შეხვდა ზვიად და ლექსო რატიანებს,’’- აღნიშნა მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ.

საღამო გამომცემლობა ,,ინტელექტის’’ ორგანიზებით გაიმართა.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან