საპროტესტო აქცია რაჭაში ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ

07/07/2020

© https://mtisambebi.ge/ - „თუ მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობა დაიწყება, ჩვენ მზად ვართ ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიოთ. როგორც კი გამოჩნდება პირველი ტრაქტორი თუ საბურღი მანქანა, ჩვენ მის წინ გავშლით კარავს და იძულებულები იქნებიან ან დაგვაპატიმრონ, ძალისმიერი მეთოდებით აგვიყვანონ ან შეაჩერონ. ჩვენ წაგვიყვანენ სხვები დაჯდებიან. ამ ჰესების მშენებლობა აქაურობისთვის არის განაჩენი“, - განუცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ოთარ სირაძემ „მთის ამბებს“ ონის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან