საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

14.03.2021 02:50

„ნამახვანჰესების“ კასკადის მოწინააღმდეგეები უკვე იკრიბებიან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც აქცია 13 საათზე უნდა დაიწყოს. პროტესტის 141-ე დღეს, მოთხოვნებს კიდევ ერთი - ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. რიონის მცხოვრებთა ნაწილი ხელისუფლებისაგან ითხოვს შეაჩერონ მშენებლობა. ასევე აცხადებენ, რომ თურქულმა კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. ეკონომიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ მზად არის „ნამახვანჰესის“ საკითხზე რიონის ხეობის მცველებს კიდევ ერთხელ შეხვდეს. ნათია თურნავა ამბობს, რომ დიალოგს მიესალმებიან თემაზე, თუ რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს პროექტში და ასევე რა საკითხებზე მიაღწიეს შეთანხმებას კომპანიასთან. მინისტრი განმარტავს, რომ მათ უკვე გაახმოვანეს გადაწყვეტილებები, რომელიც კვლევებსა და კაშხლის მშენებლობის გადადებას, ასევე ხეობის განვითარების ფონდის შექმნას, დირექტორად ქართული მხარის წარმომადგენლის დანიშვნას და ასევე, საზედამხედველო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
06:30

საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
02:14

საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
04:32

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ
02:27

აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ

Kutaisi Post

აქცია ქუთაისში - გამოხმაურება
01:28

აქცია ქუთაისში - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
03:45

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
04:37

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმარ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გრძელდება
11:31

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო