ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

14.03.2021 04:37

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა, თუმცა ორგანიზატორები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ. „შეწყდეს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა და ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს“, - ამ მოთხოვნებით, რიონის ხეობის მცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ხეობის მცველებმა არა თუ შეცვალეს პოზიცია ჰესის კასკადთან დაკავშირებით, არამედ დამატებით, ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნაც დააყენეს. გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო ტალღა იმერეთიდან დედაქალაქში გადმოინაცვლებს და უკვე პრემიერის გადადგომასაც მოითხოვენ. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მიმართავენ ხელისუფლებას გააუქმოს ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან. ორგანიზატორების ინფორმაციით, შემდეგი საპროტესტო აქცია თბილისში გაიმართება, თუმცა თარიღი ჯერ უცნობია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აქცია ქუთაისში - გამოხმაურება
01:28

აქცია ქუთაისში - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
04:32

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია თბილისში გაიმართება
03:42

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია თბილისში გაიმარ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
06:53

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ
01:08

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადება
01:36

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო